მე ვარ მინდია მიდელაშვილი, ფოტოგრაფი.
20 წელზე მეტია უწყვეტად ვარ დაკავშირებული ისეთ დარგთან რომელიც მეხმარება რეალობასთან მჭიდრო კავშირში.
ფოტოგრაფია უფრო მეტი გახდა ვიდრე პროფესია.
"სურ10"-ის დაარსების მთავარი მიზანია გაგიზიაროთ გამოცდილება, გადმოგცეთ ის ცოდნა რაც ბევრ რამეს სხვანაირად დაგანახებთ და გაგიადვილებთ რეალობაში ადაპტირებას.
ხშირი მოგზაურობა და გარემოზე დაკვირვება ყოველივე ჩვენგანს ეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში, საკუთარი სახლის ანუ ჩვენი გარემოს უკეთ დანახვაში.
ყოველ წამს სხვადასხვა სურათს ვხედავთ, ვაანალიზებთ და ვინახავთ გონებაში.
სურათები ინსპირაციაა, ენერგიაა ან პირიქით, ტკივილი და სევდა,
გვინდა თუ არ გვინდა კადრები გონებაში ინახება და ხშირად ერთმანეთზე დადებული გამოსახულებები მთავარ სურათს ფარავს.
მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი სურათი ხარ შენ!
ლექციები და ვორკშოპები, თქვენს ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
სურ10- დაგეხმარება
-იპოვო მთავარი სურათი!
-უკეთ დაინახო საკუთარი თავი.
-ერთი კადრით მოყვე ამბავი.
-ფოტოგრაფია, როგორც დეტოქსის უნიკალური საშუალებაა და შეძლებ დაიცალო ნეგატიური ემოციებისგან და აივსო პოზიტივით. კადრები ხომ უწყვეტი ემოციაა.
-გექნება საშუალება ფოტოები ხელით დაბეჭდო და შექმნა უნიკალური ნამუშევრები.
-ეზიარო კადრის მეტამორფოზის მაგიას და დაინახო ისეთი სამყარო, როგორიც ჯერ არ გინახავს.
-სურ10 ჩანს მაშინ როდესაც გვიჩნდება სურვილი, რომ დავინახოთ
რატომ ჰქვია სურ10
დღეს ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და რადგან პირველი ციფრული მონოქრომული გამოსახულება ერთისა და ნულის კომბინაციით შეიქმნა,
სახელშიც სიმბოლურად დავტოვე 10.
კონტაქტი
sur10.ge@gmai.com